“ახალი საქართველო“-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩამოსული სტუმრების მასპინძლობა სოლიდური თანხა დაჯდა:
„ფორუმზე დასასწრებად, დედაქალაქში სულ 65 სტუმარი ჩამოვიდა. ამ ფორუმმა სულ სამი დღე გასტანა და ჭამა-სმაში 200.000 ლარი დაიხარჯა. როგორც დოკუმენტაციით ირკვევა, სუფრები 200, 300 და 400 კაცზე იშლებოდა. ეს იმას ნისნავს, რომ ქართველი ჩინოსნები ატარებდნენ დროს“ – აცხადებს ხაბეიშვილი.