ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.80-ს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2,80 ლარს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მაღალი კურსით დოლარს “ბანკი რესპუბლიკა” ყიდის და აქ მისი ფასი 2,84 ლარს აღწევს. “თი ბი სი” ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2,80 ლარია. იგივე ფასი აქვს დოლარს “ლიბერთი ბანკში”, “საქართველოს ბანკსა” და “პროკრედიტ ბანკში”, 1 აშშ დოლარის ყიდვა  2,80 ლარადაა შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7412 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8615 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8050 ლარს შეადგენდა.

 

იტვირთბა....