ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი ავტობუსების მორიგი პარტია თბილისში

„ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი პარტია, რომელიც 1-ელი იანვრიდან ივლის 51 მარშრუტზე“- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი პარტია, რომელიც 1-ელი იანვრიდან ივლის 51 მარშრუტზე. მანამდე დამონტაჟდება გადახდის სისტემა, ტაბლო და ავტობუსები იქნება აღჭურვილი თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის შემდგომი პარტია, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასევე, შედარებით ადრე იქნება მიღებული მომდევნო ავტობუსებიც. კომპანია ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დროულად გვაწვდის ავტობუსებს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ახალი ავტობუსებით მგზავრობა უცვლელად, 50 თეთრი ეღირება.

იტვირთბა....