შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამგზავრო მატარებელში ცეცხლის გაჩენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მუხლი სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი დღეს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.