ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საფინანსო კომპანია საქართველოს” დირექტორსა და მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ასევე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები. მათი განცხადებით, მათთვის მთავარია მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით თამაზ ლობჟანიძე და მერაბ ფერაძე ორი დღის წინ დააკავა.

 

იტვირთბა....