ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ოდესაში დაბრუნებას არ გამორიცხავს:
„ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 25 ათას კორუმპირებულ ჩინოვნიკს დაიჭერენ, მათ მიერ მოპარულს ხალხს დაუბრუნებენ და წესრიგს დაამყარებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა ფრანგ მეღვინესთან, ქრისტოფ ლაკარენთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ამ ბიზნესით ოდესის ოლქშია დაკავებული.