ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუხლიდან 3-4 სანტიმეტრი: ზუგდიდის გამგებელმა მოკლე კაბები და ღრმა დეკოლტეები აკრძალა

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებს გამგებელ ლაშა გოგიას ბრძანებით ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესდათ.

ლაშა გოგიას N3408 ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელი 7 დეკემბერს მოეწერა, თანამშრომელი ვალდებულია “მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად”. ასევე, იმავე ბრძანების თანახმად, “სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა”. იმავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი “დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით” . გოგია იგივე ბრძანების მორიგი მუხლში წერს, რომ “დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება”. გამგებელ გოგიას აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში, ამოქმედდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“ – ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ბრძანებაში.

წყარო: timer.ge

იტვირთბა....