ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახლის სახურავიდან ბავშვი გადმოვარდა: შემთხვევა შუახევის რაიონში

შუახევის რაიონის სოფელ კარაპეტში, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ბავშვი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სახურავზე ოჯახის წევრებთან ერთად, სახურავის თოვლის მასისგან გაწმენდის მიზნით იმყოფებოდა. მას დაზიანება, სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მიღებული.

გამგებლის, ტარიელ ებრალიძის განცხადებით, უხვი ნალექის გამო სოფელ კარაპეტში მისვლა შეუძლებელია და ადგილობრივებს ბავშვი ცენტრამდე საკუთარი ძალებით გადაჰყავთ.

“შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ბავშვს აქვს თავი დაზიანებული და ველოდებით ცენტრამდე მის გადმოყვანას, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანოთ”, – აღნიშნა გამგებელმა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები , ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....