„სახელმწიფო ხალხისთვის“ აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს პარტიის ყრილობა ჭადრაკის სასახლეში გამართა, სადაც განაცხადა, რომ სცენას უბრუნდება.
პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა, თავად კი, როგორც აღინიშნა, უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.
24 წლის ნიკა მაჭუტაძე პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი და ისტორიკოსია. ის პაატა ბურჭულაძის გვერდით პარტიის შექმნის პირველივე დღიდან იყო.