ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ხ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება, ხოლო პირადი ჩხრეკისას – გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).

იტვირთბა....