ახალი ამბები მთავარი სამართალი

8 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკი: შსს-მ ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

 

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული ი.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად აღებული თანხის ნაწილი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით.

იტვირთბა....