„საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მკაცრდება პასუხისმგებლობა გარკვეულ დანაშაულზე“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან ხელმოსაწერად პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონპროპექტი უკვე შევიდა.
”მაგალითად მკაცრდება ცემა, როდესაც ჩადენილია წინასწარი ცნობით, ორსული ქალის მიმართ. ასევე მკაცრდება პასუხისმგებლობა წამებაზე, იზრდება სანქცია წამებასთან დაკავშირებით, ასევე უფრო მკაცრად დაისჯება წამება, რომელიც ჩადენილი არის სამედიცინო მანიპულაციების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენ წამებასთან და ძალადობასთან ბრძოლის საქმეში ეს პოზიტიურ ცვლილებად მიგვაჩნია და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ამ პროექტს დღეს მოაწერს ხელს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.