„ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას მოკლევადიან თემად მიიჩნევს და მის დასტაბილურებას ელოდება.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომოკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ჩვენს ეკონომიკაზე რომ არ აისახოს. ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო სწრაფი.