ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„5 სასახლე და 7 აგარაკი რომ აიშენა სხვისგან მითვისებული ფულით, მაშინ არ აწუხებდა ჯანმრთელობა…“

ცოტნე გამსახურდია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილის ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანას ეხმიანება:

„5 სასახლე და 7 აგარაკი რომ აიშენა სხვისგან მითვისებული ფულით, მაშინ არ აწუხებდა ჯანმრთელობა… რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, რამდენი გადაყვა ნერვიულობას, რამდენს დაუნგრია ოჯახი და ცხოვრება ამ ნა….მა და ამის ჯი…..მა ოჯახმა, ეს არ გვახსოვს?!

სამოქალაქო საავადმყოფოში არა, სანატორიუმში გადაიყვანეთ სარეაბილიტაციოდ კიდევ…“ – წერს გამსახურდია.

მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რჩეულიშვილს უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები, თუმცა, საბოლოო დიაგნოზისთვის, ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ ჩათვალეს.

მაია რჩეულიშვილი ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ბათუმის ”მაგნოლიას” ეპიზოდშია ბრალდებული. ის სასამართლო სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

იტვირთბა....