ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რიკოთის უღელტეხილზე სრული კატასტროფაა…“ : რა მოხდა  საავტომობილო გზაზე

 

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ბესო ქათამაძე რიკოთის უღელტეხილზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და პოსტს წერს:

„რიკოთის უღელტეხილი ამ წუთებში, სრული კატასტროფაა. გაუწმენდელი გზები ასობით ჩარჩენილი მანქანა საცობში, BMW-მარკი ავტომობილი ამ წუთებში იწვის, მშველელიც არ ჰყავს არავინ.

ეგებ ვინმემ შეაღვიძოს ოცნების უნიათო ხელისუფლება ხალხს შველა სჭირდება“ – წერს ბესო ქათამაძე.

სავარაუდოდ, მანქანის აალების მიზეზი გაზის აფეთქება გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  როგორც „მეტრონომს“ შსს-ს საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, BMW-ს მძღოლს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, განცხადება არ გაუკეთებია და შესაბამისად საქმე არ აღიძრა.

იტვირთბა....