პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკადემიური კომენტარებით შემოიფარგლებიან და აცხადებენ, რომ მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში ის, რომ სწორედ პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი და ამასთან, ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. შესაბამისად, გაცილებით მაღალი სანდოობა და ლეგიტიმაცია ექნებოდა ამ კომისიას და არ გაჩნდებოდა კითხვები, რომ იგი ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის, თუნდაც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი შეიძლება ყოფილიყო. ეს იქნებოდა ძალიან კარგი მესიჯი როგორც ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, უკვე ფორმატთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როცა ფორმატთან დაკავშირებით ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილება მიიღება, ცხადია, ეჭვებს ბადებს, რომ შემდგომ უკვე შინაარსობრივი თემები, რაც კომისიის ფარგლებში განიხილება, ხომ არ იქნება კვლავ ერთპიროვნული და ერთპარტიული?! სამწუხაროა, მაგრამ უკვე ჩანს ნიშნები იმისა, რომ ჩვენ, შეიძლება, რეალურად ერთპარტიული კომისია მივიღოთ“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
იტვირთბა....