საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 14 დეკემბრიდან ტემპერატურის კლება და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ ქვეყანაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბარსა და დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება, ხოლო 13 დეკემბრის საღამოდან ამინდი გაუარესდება მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. 14 დეკემბერს ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი ქარი.
იტვირთბა....