ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქაიროს კოპტურ ტაძართან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს კოპტურ ტაძართან აფეთქება მოხდა, რომელსაც მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 35-მდე მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ქრისტიანი-კოპტები, ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10-15%-ია.

აღნიშნული კოპტური წმინდა მარკის სახელობის ტაძარი კი ეგვიპტის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი ტაძარია.

თვითმხილველების მიერ გარედან გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ დაზიანებულია ეკლესიის სახურავი.

იტვირთბა....