ახალი ამბები მთავარი სპორტი

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

ისრაელში, ელიატში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ სამჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა.

23-წლამდელთა შორის, +105 კგ.-ში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლაშამ სამი ოქროს მედალი მოიგო და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 205 კგ., ხოლო აკვრაში 235 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ორჭიდის ჯამში კი 440 კილოგრამი დააფიქსირა, 42 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონ სავჩუკს და 23-წლამდელებში ორჭიდის ახალი რეკორდი დაამყარა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯამში 22 მედალი მოიპოვა.

იტვირთბა....