ახალი ამბები კულტურა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეები: ექს-პრეზიდენტზე ფილმს იღებენ

 

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი გაღმა ნაპირის შემდეგ ახალ ფილმზე მუშაობს. ” ხიბულა” საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე მოგვითხრობს. ფილმი მისი ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს.

Allmovies-ის ინფორმაციით, ფილმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფელ “ხიბულაში” გამსახურდიას ბოლო დღეებს აღწერს. გზას დევნილობიდან სიკვდილამდე. როგორც თავად ოვაშვილი ამბობს, ფილმის შემოქმედებით ჯგუფს აინტერესებდა გამსახურდიას ფიგურა ექსტრემალურ სიტუაციაში. რა ხდება ადამიანში იმ დროს, როდესაც მასში ფასეულობების ნგრევა მიმდინარეობს და ყველაფრის გადაფასებას იწყებს. რეჟისორი ამბობს, რომ მას არ აქვს ამბიცია პასუხი გასცეს კითხვას:  რა მოხდა? მას პირველი პრეზიდენტის შინაგანი სამყარო აინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათი გამსახურდიას ცხოვრებაზეა, როგორც ცნობილია, ფილმში მისი სახელი არ ისმის, მთავარ გმირს ყველა “ბატონ პრეზიდენტს” უწოდებს.

ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის, საბოლოოდ კი არჩევანი ირანელ მსახიობ ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წელს შედგება.

იტვირთბა....