ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„დარჩა კენჭისყრა“: პრემიერი ვიზალიბერალიზაციის პროცესს ეხმაურება

 

“დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგაც, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს  არის ძალიან დიდი წარმატება, რომელიც მიღწეულია უამრავი ადამიანის შრომისა და საქართველოს მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგად.

„მინდა, მოგილოცოთ ყველას. ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომისა, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ.“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

იტვირთბა....