ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთავარი წინაღობა გადალახულია”

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს,რომ შეჩერების მექანიზმი უშუალოდ საქართველოს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო მთავარიწინაღობა, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლების დროზე მიღებაში გვიშლიდა ხელს.

“დღეს ეს წინაღობა გადალახულია, როგორც ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად,ისე, პარტნიორობისა და მეგობრობის აქტიური ჩართულობით. ამ წინაღობის გადალახვის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ეს გადაწყვეტილება უსწრაფესად არ იქნეს მიღწეული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მოხდბა უახლოეს მომავალში”, – აცხადებს მარგველაშვილი.

იტვირთბა....