ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველომ უფრო მალე მიიღოს, ვიდრე უკრაინამ”

“უვიზო რეჟიმი საქართველომ, შესაძლოა, უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე უკრაინამ, რადგან ტრიალოგი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, მოსალოდნელია, რომ უკვე მომავალ ოთხშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართოს”. ასეთი განცხადება გააკეთა  „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.
„ტრიალოგი შესაძლოა ოთხშაბათს გაიმართოს. ის დაიწყება და მაშინვე დასრულდება. უკრაინასთან დაკავშირებით ტრიალოგი კი, მხოლოდ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“ ფორმალურად იქნება დამტკიცებული – მომდევნო წლის დასაწყისში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....