მალე საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა (დღევანდელი სიახლე ბრიუსელიდან).
LIBE-ს კომიტეტში შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის თარიღიც.
გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს, ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობის შესახებ.