ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზალიბერალიზაციაზე განცხადებას აკეთებს

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ. მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მათ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ განცხადებაში.

”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან. საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას. საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის”, – ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

იტვირთბა....