ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ფოტოგრაფების საქმე: ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილის მიმართ სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დევნოზაშვილის ადვოკატმა რაულ გამისონიამ განაცხადა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გამისონიას თქმით, მოსამართლემ, ისევე როგორც ბრალდების მხარემ ვერ დაარწმუნა დაცვა, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმის გამოყენების საფუძვლები.

„ვერც ბრალდების მხარემ და ვერც მოსამართლემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ვერ დაგვარწმუნა, რომ არსებობდა მიმალვის მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის რეალური საფრთხეები. ჩვენ ხვალ ჩაგვბარდება განჩინების სამოტივაციო ნაწილი და აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა რაულ გამისონიამ.

დევნოზაშვილის ადვოკატები ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

იტვირთბა....