გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი გარდაცვლილის სახლთან ახლოს მდებარე მცირე ზომის ნაგებობას გაუჩნდა, სადაც იმ მომენტში მამაკაცი იმყოფებოდა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.