ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
გაზეთ “ბათუმელებთან” გარდაცვლილის მეზობლები მომხდარის შესახებ საუბრობენ.
„ეს შვილი დიდი ხანია ჩაწოლული იყო, ცოლი არ ყავდა, შაქარი დაემართა და დედამისი უვლიდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა ოჯახმა და მოხუცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასწრაფო როცა მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.“- აცხადებს ციხისძირის მკვიდრი, ცირა ბ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.