აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა

აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატებმა ირანზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე კვლავ დახურა.

აშშ-მა საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განახორციელა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.

ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-მა მიმდინარე კვირაში ირანზე დარტყმების მესამე რაუნდი მიიტანა, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემზე შეტევის საპასუხო ნაბიჯია.

მედიის ცნობით, აშშ-ის თავდასხმის საპასუხოდ ირანმა იორდანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და კატარში შტატების სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში.

იტვირთბა....