„ის, რომ სააკაშვილამდე ეს საქმე მივა, ამას წყალი არ გაუვა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეზე ბრალდებულები უბრალოდ შემსრულებლები არიან.
„გახსოვთ თქვენ წინა წლებში 2 დღიანი წამებები, მაქსიმუმ 8 დღე გაუძლეს ჩვენმა ძალიან საპატივსაცემო მეგობრებმა, ვგულისხმობ დაზარალებულებს გიორგის, ზურაბს და ნათიას. 8 დღე გაუძლეს მათ. მერე მახსოვს მე როდესაც ჩანაწერი გაუშვეს ეკა ბესელიას ძალიან ნერვიული მარაოს ქნევა და ტყუილებს როგორ აყოლილებდნენ ბატონ აბდალაძეს, შემდეგ თვითონაც ამას ამბობდა. ეს ამბები ჩავლილია, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი მუშაობას საჭირო და დამაჯერებლად, თუმცა ეს საზოგადოება ითხოვეს უფრო სწრაფადგამოძიებას, მესმის ესეც მაგრამ მეორეა პროფესინალიზმი და მე ვფიქრობ სწორედ პროფესიონალიზმის გზით მიდის საქმე ეს მაიმედებს. ამის გამო ვფიქრობ საზოგადეობაც უნდა იყოს დარწმუნებული, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამომზიურდება. ის რომ სააკაშვილამდე ეს საქმე მივა ამას წყალი არ გაუვა. იმ ორ ადამიანს რომელიც დააკავეს თავის თავსი არ მოუვიდოდეათ ეს აზრი”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „TV პირველთან“
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.