„ის რომ, ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და სუფრაზე ხელებს არ უნდა ილოკავდე და ჩანგლით და დანით რომ უნდა ჭამო და არა ხელებით, ამას სახლში ასწავლიან. მაგრამ, ნარმანია ეტყობა თავის საახლობლოს ამეცადინებს ამ ყველაფერში,“- ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილიმა განაცხადა. ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„თავის სამარცხვინო საქციელებს კიდევ ერთი მიუმატა ნარმანიამ. ტენდერები რა ცხადდება მის მერიაში და მის სტრუქტურაში არ იცის. საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული. თავის მოჭრაა და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ამ ყველაფერში უზარმაზარ ფულს ვიხდით, 75 მილიონს ვიხდით მერიის შენახვაში. ის რომ, ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და სუფრაზე ხელებს არ უნდა ილოკავდე და ჩანგლით და დანით რომ უნდა ჭამო და არა ხელებით, ამას სახლში ასწავლიან. მაგრამ, ნარმანია ეტყობა თავის საახლობლოს ამეცადინებს ამ ყველაფერში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ნარმანია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა P.S – ში გასულ რეპორტაჟს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. საუბარია ეტიკეტთან დაკავშირებულ ტენდერებზე, თბილისის მერმა თანამშრომლებს მოუწოდა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ, ვიდრე ეტიკეტის სწავლება.