დიდ ბრიტანეთში შესაძლოა „მაგნიტსკის აქტი“ მიიღონ – ადამიანის უფლებების დამრღვევებს მსოფლიო მასშტაბით, შესაძლოა ფინანსური აქტივები გაეყინოთ დიდ ბრიტნეთში, იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთის პარლამენტი შესაბამის კანონს მიიიღებს, მსგავსად 2012 წლის აშშ-ის კანონისა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Financial Times-ი ავრცელებს.
იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს რუსეთის ციხეში 358-დღიანი პატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა. 37 წლის ადვოკატი წინაპატიმრობის ვადის გასვლიდან რამდენიმე დღით ადრე წამებით მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ ის პირები, ვინც მაგნისტკის დაპატიმრებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ, დააჯილდოვა.
ადვოკატის უკანონოდ დაჭერასა და მისი წამებით მკვლელობის ყველა მონაწილის გვარი იმ სიაშია შესული, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა და აქტს სწორედ გარდაცვლილი იურისტის სერგეი მაგნიტსკის სახელი დაარქვა. მაგნიტსკის აქტის შესაბამისად, სიაში შესული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები ამოქმედდა.
2012 წელს მაგნიტსკის აქტი შტატების სენატმა გააფართოვა და ამერიკის პრეზიდენტს უფლება მისცა, ადამიანის უფლებათა დამრღვევებსა და იმ ჩინოვნიკებს, ვინც ჩართულები არიან კორუფციულ საქმიანობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სანქციები დააკისროს.