ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე 1 487 000 ლარს დახარჯავს

 

თბილისის მერიის ინფორმაციით,  საახალწლო ღონისძიებებზე უწყება 1 487 000 ლარს დახარჯავს.

„ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური, ადმინისტრაცია და პიარი. ეს არის მერიის ჯამური ბიუჯეტი სახალხო დღესასწაულისთვის”. – აცხადებს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია  მაქაცარია.

მისი თქმით, გალა-კონცერტისთვის, რომელიც 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, 227 000 ლარია გამოყოფილი.

 

იტვირთბა....