ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მანუელ ვალსი საფრანგეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს

 

საფრანგეთის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა, 54 წლის მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში მომავალ წელს გაიმართება.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი. უარის თქმის მიზეზად ოლანდმა გამარჯვებისთვის არასაკმარისი მხარდაჭერა დაასახელა.

მანუელ ვალსი 2012-2014 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც საფრანგეთის მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

იტვირთბა....