მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიკროავტობუსი გარეგანათების ბოძს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მიკროავტობუსში რვა ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.