მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საზოგადოებამ „ვანოს შოუდან“ გაიცნო, სადაც წლების განმავლობაში ბენდთან ერთად უკრავდა.
გირშელი საქართველოდან ამერიკაში 2010 წელს კარიერის გასაგრძელებლად წავიდა, სადაც ექიმებმა ძვლის კიბო დაუდგინეს. ქართველმა ხელოვანებმა მის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვები მოაწყეს.
გირშელმა ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, თუმცა დაავადება გართულდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
„მეტრონომი“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

