ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გაიმარჯვა

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში “მწვანეთა პარტიის” ლიდერმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. მან თავის ულტრა მემარჯვენე კონკურენტს ნორბერტ ჰოფერს დაახლოებით 7%-იანი სხვაობით მოუგო.

ამ არჩევნებს მსოფლიო თვალს ყურადღებით ადევნებდა, რადგან, მწვანეთა პარტიის დამარცხების შემთხვევაში, ავსტრიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ეყოლებოდა ულტრა მემარჯვენე პრეზიდენტი.

ექსპერტების აზრით, 46%-იანი მხარდაჭერა, რომელიც დამარცხებულმა კანდიდატმა მიიღო, ავსტრიელების ევრო სკეპტიციზმსა და საემიგრაციო პოლიტიკის არაპოპულარობაზე მუთითებს.

იტვირთბა....