ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

წყალდიდობა ესპანეთში: სტიქიას 26 წლის ქალი ემსხვერპლა

ესპანეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 26 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. დატბორილია მალაგას მახლობლად მდებარე ქალაქები.

მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წითელი ფერის განგაში გამოაცხადა, რაც მოსახლეობას მაღალ რისკზე მიუთითებს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით 600-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

სამაშველო ოპერაციაში პოლიცია და 300-მდე მაშველია ჩართული.

იტვირთბა....