ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ საპარლამენტო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე მარცხი აღიარა და გადადგომის შესახებ განაცხადა. ხმის დათვლის პროცედურა ჯერ კიდევ მიმიდინარეობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ რეფორმას მხარი არ დაუჭირა.
რეფერენუმამადე რენციმ პირობა დადო, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ კი მოსახლეობა ცვლილებების წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
მატეო რენცის თქმით, წინასწარი შედეგებით აბსოლუტურად აშკარაა, რომ რეფორმების შესახებ ინიციატივა ჩავარდა. მან მარცხზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
დღეს მატეო რენცი საკუთარ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტს ოფიციალურად გააცნობს, შემდეგ კი თანამდებობის დატოვების შესახებ თხოვნით იტალიის პრეზიდენტს მიმართავს.
“წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩვენგანს”, – დაასრულა მატეო რენციმ მოკლე მიმართვა.
წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო რეფორმის წინააღმდეგ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-მა მისცა ხმა.
რეფერენდუმზე გატანილი პროექტი “რესპუბლიკის სენატის” “რეგიონების სენატად” გადაქცევას ითვალისწინებდა. ინიციატივის თანახმად, საკონონმდებლო ორგანოში მხოლოდ 100 ადგილი უნდა დარჩენილიყო – აქედან 74 რეგიონული მრჩეველი, 21 მერი და 5 სენატორი იქნება, რომლებსაც პრეზიდენტი უკვე არა სამუდამოდ, არამედ 7 წლის ვადით დანიშნავდა.

იტვირთბა....