ფინეთის ქალაქ იმატრაში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი ჩაცხრილეს, – ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით „როიტერი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი თიინა ვილენ-იაპინენი.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კრიმინალური წარსულის მქონე, 23 წლის ადგილობრივი მცხოვრები უკვე დააკავეს. ის პოლიციას შემთხვევის ადგილზე ნებაყოფლობით ჩაბარდა. ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციის განცხადებით, ჩანს, რომ მსხვერპლი შემთხვევით იყო შერჩეული.
იტვირთბა....

