ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტი ლევან ჩაჩუა ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამართლა

ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ლევან ჩაჩუას ინტერესების დამცველი ავრცელებს. გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის სარჩივარი წარმოაებაში არ მიიღო, რითაც ძლაში დატოვა გამამართლებელი განაჩენი.

ჩაჩუას გამოძიება სამსახურებრივ გულგუროობას ედევებოდა, თითქოს მან არასწარი დასკვნა დადო რაულ უსუპოვისა და ჟვანიას სიკვიდილის მიზეზებთან დაკავშირებოთ.

ამ დროითვის არც თავად ჩაჩუა და არც ადვოკატი სატელეფონო კომენტარს არ აკეეთებენ. ოფიცაილური განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც უზენაესი სასამარლოს გადაწყვეტილება ჩაბარდებათ.

იტვირთბა....