ავტოსაგზაო შემთხვევა ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში მსხვერპლით დასრულდა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცლებს. ტელეკომპანიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ფეხით მიმავალ და-ძმას დაეჯახა. 9 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. ავარიას უვნებელი გადაურჩა ბიჭი.
მძღოლი დაკავებულია. ის ადგილობრივი მცხოვრებია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს.

