ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კალიფორნიაში, ღამის კლუბში ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიაში, ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, თუმცა შესაძლოა მსხვერპლი 40-მდე გაიზარდოს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ხანძრის დროს დარბაზში 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ცნობილია, რომ შენობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არ იყო აღჭურვილი.

იტვირთბა....