უამინდობა და ნალექი დასავლეთ საქართველოში: ბათუმსა და ქობულეთში ტალღებმა სანაპირო დააზიანეს. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. გურიაში კი კერძოდ, სოფელ ნატანებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. უამინდობისა და ნალექის გამო შეზღუდვებია გზებზე. სინოპტიკოსები გამოდარებას 6 დეკემბრიდან ვარაუდობენ.
ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ტერიტორაიზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა.

