aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი შშმ პირების დღესთან დაკავშირებით: “მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა, რომ მათი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს.

”3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ძვირფასო მეგობრებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს.

ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე – საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველხმრივი განვითარებისთვის.

ამიტომ, პირობათა შექმნა საიმისოდ, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად.
ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – ნათქვამია მიმართვაში.

იტვირთბა....