ახალი ამბები

ლარი რეკორდს ამყარებს: „მეტრონომმა“ ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=0COhBgGIzuY

გაცვლითი კურსი ყოველდღე იცვლება, თუმცა დღეს უკვე სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში გაცვლითი კურსი რამდენჯერმე, სულ რამდენიმე საათში გაიზარდა. 1 დოლარის ღირებულებამ 2.70 ლარს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც.

კომერციულ ბანკებში გაცვლითი კურსი ასეთია:

საქართველოს ბანკი 1$- 2.7000

რესპუბლიკა ბანკი 1$- 2.7500

თიბისი ბანკი  1$-2,6990

სავალუტო ჯიხურებში კი 1$-ის ფასი 2.70-დან 2.72 ლარამდე მერყეობს.

ეროვნულმა ბანკმა კი სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლარის გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ.

„დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.

ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.

ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„მეტრონომმა“ გადაწყვიტა რამდენიმე ქუჩაში გასვლა და მოქალაქეების აზრის დაფიქსირება. საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ კურსის ასეთი სწრაფი ცვლილება მათ ყოფაზე ცუდად აისახება, რადგან თითქმის ყველას აქვს გამოტანილი სესხი, რომლის დაფარვაც ჭირს. ასევე ნელ-ნელა ძვირდება პროდუქტების, წამლების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ფასები.

„ძირითად მოსახლეობას, ყველას აქვს სესხი, ზოგს დოლარში, ზოგს ლარში. ის ხალხი როცა ხედავს, რომ დოლარი ნელ-ნელა მაღლა იწევს, უფრო მეტად აწყდება ლომბარდებს და სავალუტო ჯიხურებს. ზოგს შემოაქვს ეს თანხა, ცდილობენ, რომ დაფარონ სესხები, რადგან ხვალ შეიძლება უფრო მაღალი იყოს გადასახადი. ამიტომ იძულებულები არიან რაღაცნაირად მოიცილონ, მაგრამ მაინც ვერ მოიცილებ. იმიტომ, რომ ოქროს შეფასების ტარიფი ისევ ისე დაბალია, მაგრამ გადახდა უფრო მეტის გვიწევს. ნებისმიერ რამეზე ასახვა არის. ასე უცაბედად ყველაფერს არ მოემატება,  რა პროდუქტიც შემოტანიალია, იმაზე ცოტა ხანს იქნება სტაბულური ფასი, მაგრამ ერთ კვირაში უკვე საგრძნობლად დაეტყობა ყველაფერს. მე მგონია, რომ საახალწლოდ უფრო მაღალი ფასები იქნება. ასეთი პროგნოზები გვაქვს“ – განუცხადა „მეტრონომს“ ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის მომხმარებელმა.

კურსის ცვლილება იმდენად ხშირია, რომ არ არის გამორიცხული, სანამ „მეტრონომზე“ აღნიშნული სტატია იდება, დოლარმა კიდევ უფრო მოიმატოს.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....