ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს. კანცლერი საქართველოს პრემიერს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.
„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი ხელახალი არჩევა. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვაგრძელებ მჭიდრო გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში გისურვებთ დიდ წარმატებებს!”, – ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის მილოცვაში.
იტვირთბა....