ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ ადანაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ  ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 11 ბავშვია.

რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, 22 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

სამსართულიან საერთო საცხოვრებელში 34 მოსწავლე ცხოვრობდა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი შენობის ხის კონსტრუქციების გამო სწრაფად გავრცელდა.

იტვირთბა....