ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ზე საუბრობს

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვის პარალელურად, ევროპარლამენტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს მხრიდან იყო დაპირება, რომ გაათავისუფლებდნენ პოლიტპატიმრებს, არ განხორციელდებოდა ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ქვეყანაში დარჩენილ ერთადერთ თავისუფალ ტელეარხ “რუსთავი 2”-ზე. მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ყველაფერი კარგად არ არის. მათი დაპირება, ჩემი აზრით ნაადრევი იყო, რადგან საქართველოში არანაირი მოტივაციაა პოლიტპატიმრები გაათვისუფლონ, პატივი სცენ საკონსტიტუციო სასამართლოს ავტონომიასა და დამოუკიდებლობას, მედია პლურალიზმს და პირდაპირ რომ ვთქვათ, თავი შეიკავონ “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდებისგან. “რუსთავი 2”-ის  გარეშე საქართველოში დემოკრატია ეჭვქვეშ დგება.“-განაცხადა EPP-ის ვიცე-პრეზიდენტმა სარიუშ ვოლსკმა.

იტვირთბა....