ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

5 ადამიანი გადარჩა: ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ბრაზილიური საფეხბურთო გუნდი იჯდა

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Independent ავრცელებს.

კოლუმბიის პოლიციის ცნობით, მაშველებმა თვითმფრინავიდან ცოცხალი 6 ადამიანი ამოიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი საავადმყოფიში გარდაიცვალა.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟს ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს. მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან “ატლეტიკო ნასიონალთან” უნდა ეთამაშათ.

იტვირთბა....